StopCoV ფონდში დაგროვილი თანხა 2 მლნ 500 ათასი ლარით გაიზარდა

13 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარია მობილიზებული.

ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:

· დავით ხიდაშელი, 1 მლნ 200 ათასი ლარი

· შოთა შალელაშვილი, 1 მლნ ლარი

· შპს „იმპოსტი”, 50 ათასი ლარი

· შპს ,,ზდ ნავთობის კომპანია”, 50 ათასი ლარი

· სუფთა სახლი, 30 ათასი ლარი

· შპს „ბლოქსი”, 30 ათასი ლარი

· ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, 23 ათასი ლარი

· შპს ,,უშიქონსეფთი”, 15 ათასი ლარი

· შპს ,,ტერმინალი”, 15 ათასი ლარი

· ჰერეთი 96, 6 ათასი ლარი

· ტესტ ჯორჯია, 5 ათასი ლარი

ამასთან, “ქართული ოცნების” მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.
სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ამ დროისთვის ფონდში შენატანები განახორციელა 3 ათას 300-ზე მეტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები