არჩილ ჯაფარიძემ ლენტეხში სამუშაო შეხვედრა გამართა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ ლენტეხში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე – დავით ღუდუმიძე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლები ესწრებოდნენ.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფები შედგა, რომლებიც მუნიციპალიტეტში სურსათისა და მედიკამენტების მარაგს პერიოდულად გააკონტროლებენ. ასევე, შედგა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც სადისტრიბუციო კომპანიები მაღაზიებს მოამარაგებენ, სოფლებში კი “ავტო-მაღაზიები“იმოძრავებენ. პირბადეებით მომარაგდა ლენტეხში სააფთიაქო ქსელიც, რათა დაცული იყოს იქ მცხოვრები მოსახლეობა.
რწმუნებულის მითითებით, სამუშაო ჯგუფი გააკონტროლებს საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობასაც. ამ მხრივ მოსახლეობას შეზღუდვა არ ექნება, თუმცა აუცილებელია, სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით შესრულდეს.
მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე, მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა.