მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე კომისიის სხდომა გაიმართება

   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. როგორც “კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კომისიის სხდომაზე მიუსაფართა თავშესაფრის შეშითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ. აგრეთვე, იმსჯელებენ გრძელვადიანი თავშესაფრის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორიების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები