რუსეთის პატრიარქმა მოსახლეობას სახლში ლოცვისკენ მოუწოდა

რუსეთის პატრიაქმა, კირილემ მრევლს კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში ლოცვისკენ მოუწოდა.
როგორც პატრიარქმა დღეს, ქადაგებისას აღნიშნა მორწმუნეებს შეუძლიათ ღვთისმსახურებას ტელეეთერის მეშვეობით ადევნონ თვალი.
„მოდით საკუთარ სახლებში ძლიერ ვილოცოთ, გავატაროთ დრო ტელევიზორებთან, განსაკუთრებით როცა ეთერში ღვთისმსახურების ტრანსლაციებია. იმედი გვაქვს, რომ ასე ამ იძულებითი მწუხარებით დღეები საკუთარ თავზე გამარჯვების სიხარულს მოგვიტანს“, – მიმართა პატრიარქმა მორწმუნეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები