ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სოფელ მელეს ქუჩებს აკურთხებს

Ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცაგერის და ლენტეხის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი მეუფე სამღვდელო პირებთან ერთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში მივიდა. Სოფელ მელესთან ყველაზე მეტი შემხებლობა ჰქონდა დაინფიცირებულ მამაკაცს. ამის შესახებ  ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ადგილობრივმა, ნინო ლიპარტელიანმა მიაწოდა. ამ მომენტისთვის, ადგილზე  სოფლის ქუჩების კურთხევა და ბზის დარიგება მიმდინარეობს.
“ასევე ლოცავენ ყველა ოჯახს. ეს დიდი სიხარულია აქ მაცხოვრებელთათვის, რადგან აქ სიტუაციიდან გამომდინარე ცოტა დაძაბულობა შეიმჩნევა. Მეუფე და მამაოები ქუჩებს აკურთხებენ, გვლოცავენ, თითოეული ოჯახის ჭიშკართან მიდიან და ნაკურთხი ბზას ტოვებენ”, – ამბობს ნინო ლიპარტელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები