ლენტეხში განთავსებულ “ა” ბლოკპოსტზე ცხელების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოწყობილ ბლოკპოსტებზე ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. როგორ “რეგიონულ კვირას” თავდაცვის ძალების ადგილობრივი წარმომადგენელმა, ბესო მიმცეიშვილმა განუცხადა, თერმოსკრინინგი ყველა შემსვლელ-გამომსვლელს უტარდება და ამ ეტაპზე მაღალი ტემპერატურა არავისთან დაფიქსირებულა.
“არანაირ გაუგებრობას და ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია, ბლოკპოსტზე ვატარებთ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სპეციალური ნებართვა აქვთ, ასევე იმ დისტრიბუტორებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტები და მედიკამენტები შეაქვთ. ამ მომენტისთვის ჩვენს ბლოკპოსტზე სიცხიანი მოქალაქეები არ დაფიქსირებულა”, – განაცხადა ბესო მიმცეიშვილმა.
შეგახსენებთ, ლენტეხის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მესამე დღეა ჩაკეტილია. მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტებია განლაგებული.