გორისა და ხაშურის კლინიკების ე.წ. ცხელების ცენტრიდან ლუგარის ცენტრში სამი პაციენტის ნიმუში გაიგზავნა

“გორმედის” ქსელის გორისა და ხაშურის კლინიკების ე.წ. ცხელების ცენტრიდან ლუგარის ცენტრში სამი პაციენტის ნიმუში გაიგზავნა როგორც . “რეგიონულ კვირას“ გორმედის ქსელის ცხელების ცენტრში განუცხადეს, კოვიდ 19 ზე გაგზავნილი პაციენტების ნიმუშებზე პასუხი დღეს საღამოს იქნება ცნობილი.
ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა შიდა ქართლში 5 აპრილს დადასტურდა. კოვიდ-19-ით ინფიცირებული პირი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს და ტრაილერის მძღოლად მუშაობს. ინფიცირებულს 31 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე ერევანში, შესაბამის დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები