ლანჩხუთის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ლანჩხუთის ქუჩებში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა ცენტრალური ქუჩები, მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები. ქუჩები წყლის ჭავლით მოირეცხა.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და პირველ მოადგილესთან, ბიძინა იმნაიშვილთან ერთად დაესწრო.


სადეზინფექციო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრისა” და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები