ფოთისა და ზუგდიდის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (ვიდეო)

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთისა და ზუგდიდის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სპეციალური ხსნარით ამჯერად, ფოთში მარჯანიშვილის და ჭანტურიას, ზუგდიდში კი ცოტნე დადიანის ქუჩა და მრავალბინიანი კორპუსების ეზოები დამუშავდა. რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა საკოლმეურნეო ბაზრებს, მიწისქვეშა გადასასვლელებს და მრავალბინიან კორპუსებს.

საპრევენციო სამუშაოებს მერიის სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები