საჩხერეში “ჯორჯიან მაგანეზმა” დეზინფექციის მიზნით ქუჩები მორეცხა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, საჩხერესა და სამტრედიაში ცენტრალური ქუჩები, ტროტუარები და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მერიიდან აცნობეს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში,  გზების მორეცხვა სპეციალური ტექნიკით განხორციელდა.
საჩხერეში ქუჩების მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობდა.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალს. ქუჩების მორეცხვა და დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები