ამირან სალუქვაძე: შეიძლება, უბრალოდ თქვა, რომ არ მოგეწონა, კრიტიკას ფორმა აქვს

ბრიგადის გენერალი, ამირან სალუქვაძე ქართული ესტრადის წარმომადგენლების მიერ კორონავირუსზე შესრულებულ სიმღერას სახელწოდებით – “დარჩი სახლში” სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, კრიტიკას თავისი ფორმა აქვს.

“მოკლედ, ოღონდ წინა პოსტზე უფრო ვრცლად.
გქონიათ განცდა, როცა ტკივილი მიგიღიათ სხვისი სიტყვისგან?
სხვის ტკივილზე გიფიქრიათ, როცა ვინმესთვის საწყენი გითქვამთ?
ან თუ გიფიქრიათ რა არის წყენა, ტკივილი, რამ შეიძლება წყენა და ტკივილი გამოიწვიოს?
გიფიქრიათ, ამ დროს რას განიცდის ადამიანი?
განა ვამბობ, რომ “კლიპი”, სიმღერა თუ სხვა რამ არ შეიძლება გაკრიტიკდეს, დაწუნებული იქნას?!
უბრალოდ, კრიტიკას ფორმა აქვს. შეიძლება, უბრალოდ თქვა, რომ არ მოგეწონა. შეიძლება, დააკონკრეტო, რა არ მოგეწონა, იდეა, მელოდია, ხმა, შესრულება, შინაარსი…
მაგალითად, მუსიკა არ მომეწონა. ტრადიციული საესტრადო ჰიმნია. მაგრამ, თემიდან გამომდინარე, ხომ შეიძლებოდა, უფრო მშვიდად.
ბოლოს რაღაც დამთრგუნავი იყოო და ნეტა რა, #დარჩისახლში იყო დამთრგუნავი?
საყოველთაო ფსიქოზის მოწყობა, სიძულვილის ენა, დევნა, დაცინვა სრულიად საქართველოს მასშტაბით…
საკუთარ თავზე წარმოგიდგენიათ?
ხალხმა იმუშავა. იმუშავა საზოგადოებისათვის წარსადგენად და ელოდნენ ჩვენს რეაქციას.
ჩვენ თავზე დავამხვეთ ყველაფერი. მერე რა მოხდა რომ ადამიანები არიან, გული და გრძნობა აქვთ?!
სიტყვა კლავს!
უმისამართოდ დავწერე, ზოგადად, არავის გეხებათ…”, – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები