ყაზბეგში საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორიები სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორიები სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში შექმნილი სპეციალური ჯგუფი აწარმოებს.

სამუშაოებს ყაზბეგის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები – თამაზ ალიბეგაშვილი და დავით ქირიკაშვილი ადგილზე გაეცნენ.

კორონავირუსისი გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები