ახალციხის ქუჩებს დეზინფექცია ჩაუტარდა
ახალციხეში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა და მოირეცხა ქალაქ ახალციხის ცენტრალური ქუჩები, საფეხმავლო ბილიკები, მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები.
სამუშაოები სახცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი კოორდინაციით ტარდება. ქუჩების მორეცხვისა და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესს ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი – ზაზა მელიქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრევენციული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა ერთობლივად განახორციელეს.