გია აბაშიძე: გამოდის, რომ ჩვენნაირი “ძიშოვი”, “უხარისხო” პირბადით იაპონიის პრემიერი და ხელისუფლება არიან “გოიმნი”, “უვიცნი”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ქართული წარმოების დოლბანდის პირბადეებთან დაკავშირებულ კრიტიკას ეხმაურება.

აბაშიძე იაპონიის პრემიერის ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც ის დოლბანდის პირბადითაა ასახული.

„გამოდის, რომ ჩვენნაირი “ძიშოვი”, “უხარისხო” პირბადით იაპონიის პრემიერმინისტრი, შინზო აბე და იაპონიის ხელისუფლება არიან “გოიმნი”, “უვიცნი”, ხოლო სიღრმისეულად მართლაც და გოიმები, ამით გაბოროტებული კოლექტიური გვარამიები, ბაბუცები, ნანულები და ჯანგოები კი შვეჩკები. და კლებადი სექტანტების გარდა რომ აღარ უჯერებენ, მერე რას მოიმოქმედებენ?.. დაფიქრდით ჯანდაცვის სამინისტროში, დააკვირდით ნაცკორონების კლასტერს!“, –  წერს აბაშიძე.

ცნობისთვის, გუშინ პირბადეებთან დაკავშირებით განცხადება „ნაციონალური მოძრაობის „წევრმა, ნიკა მელიამ გააკეთა.

„მთელი სოციალური ქსელი გადაჭრელებულია. თავმოყვარე ადამიანი, ადამის მოდგმის ნაშიერი, უბრალოდ, არ იკადრებს ამ პირბადის გაკეთებას, ეს არის სამარცხვინო”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები