იტალიის მთავრობამ შესაძლოა, უკვე თვის ბოლოსთვის დაიწყოს დაწესებული ზომების ეტაპობრივი მოხსნა

იტალიის პრემიერის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შემზღუდავი ზომების შესუსტება, შესაძლოა, უკვე თვის ბოლოდან დაიწყოს.

​ამის შესახებ მან BBC-სთან საუბარში განაცხადა.

კონტეს თქმით, ექსპერტები დაავადების შემცირებასა  და ვითარების სტაბილიზაციაზე საუბრობენ.

“თუმცა, ჩვენ სრული დახურვიდან ეკონომიკური აქტივობის ლიბერალზიაციაზე მარტივად ვერ გადავალთ. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს. თუ მეცნიერები ნებას დაგვრთავენ, ცალკეული ზომების მოხსნას უკვე თვის ბოლოსთვის დავიწყებთ”, – აღნიშნა მან.

ამასთანავე, იტალიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს.

​​იტალიაში მკაცრი ზომები 9 მარტიდან მოქმედებს.

ქვეყანაში კორონავირუსით 139 422 ადამიანია ინფიცირებული, 17 669 გარდაცვლილია, 26 491 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები