მაიკ პომპეო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის შეცვლის დრო არ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის შეცვლის დრო არ არის.

ამის შესახებ პომპეომ ვაშინგტონში ბრიფინგზე განაცხადა.

“ახლა ასეთი ცვლილებების დრო არ არის, მაგრამ გამჭვირვალობის დროა. ამ საკითხს სხვა დროისთვის და ადგილისთვის დავტოვებთ – ვინ, როგორ და რა გააკეთა”, – აღნიშნა აშშ-ის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, პომპეომ ორგანიზაციის დაფინანსების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოცულობის შესაძლო გადახედვა მოხდება, რადგან WHO არაეფექტურად მუშაობს და მოსალოდნელ შედეგებს არ იძლევა.

“ორგანიზაციები უნდა მუშაობდნენ, ისინი იმ შედეგებს უნდა დებდნენ, რომლებსაც მათგან ელოდებიან. ჯანმოს შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მას იმისთვის მიეღწია, რაც ევალებოდა”, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა და დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე მიანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები