ახალციხეში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, პატივი მიაგეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ მოადგილეებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

შეგახსენებთ, რომ 31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები