ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ქვედა ცაგერში მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე, პირველი მოადგილე- გიორგი მახათაძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი – გელა მამარდაშვილი ადგილზე გაეცნენ.
სოფელ ქვედა ცაგერში გზების ასფალტირების სამუშაოებს შპს “ხვამლი-21” აწარმოებს. მშენებლები უსაფრთხოების წესებს მაქსიმალურად იცავენ.