ქობულეთში საბერიკაცოს მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. ამჯერად, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები საბერიკაცოს მასივზე მიმდინარეობს.

ხე-მცენარეებისაგან და ნატანი მასისგან არხის 2600-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

სამუშაოების შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟემო მსახურებას აღადგენს. აღდგენილი სისტემით, დაახლოებით, 150 ბენეფიციარი ისარგებლებს.

დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია აპრილის ბოლოს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები