თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო
ქალაქ თეთრიწყაროსა და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრისა და საქართველოს “წითელი ჯვრის საზოგადოების” თეთრიწყაროს ფილიალის თანამშრომელთა ჯგუფები და მოხალისეები.
“პროცედურა, ეტაპობრივად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს. თერმოსკრინინგის ფარგლებში, შეფასდება მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.