ირაკლი ჩიქოვანი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე: აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ვიმოქმედებთ ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც ჩვენს ქვეყანაში იქნება

“ჩვენ აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ვიმოქმედებთ ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც ჩვენს ქვეყანაში იქნება”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრის მრჩევლმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კითხვას – ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსით ინფიცირების პიკი აპრილის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილება მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე იქნება დაფუძნებული.

„საკოორდინაციო საბჭოსა და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალების, მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების დასკვნებს, ასევე, იმ გათვლებსა და მოლოდინებს, რომლებიც შეიძლება, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით გვქონდეს. შესაბამისად, გაგრძელდება ასეთივე გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ვიმოქმედებთ ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც ჩვენს ქვეყანაში იქნება. ყველა გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც გვექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და, ასევე, იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისაგან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები