ირაკლი ჩიქოვანი: ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს მიღებული უფლება, იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაკონტროლდება

საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლის, პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს მიღებული უფლება იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაკონტროლდება.

როგორც მან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საწარმოების კონტროლი უკვე დაწყებულია.

“იმ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, არიან საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებენ სპეციალური პირობების დაცვით, ასეთი საწარმოების კონტროლი დაიწყო, უკვე შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო, რომელსაც რამდენიმე უწყება ერთობლივად ახორციელებს. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული კოვიდის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები. შესაბამისად, ჩვენ მონიტორინგს გავაგრძელებთ და ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს მიღებული უფლება, იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში მკაცრად გაკონტროლდება იმისათვის, რომ მათ დაიცვან ყველა ის რეგულაცია, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები