კახა კალაძე: თუ იქნება აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, “საკომენდანტო საათი”, ეს აუცილებლად გაკეთდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ იქნება აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი, ეს აუცილებლად გაკეთდება. ამის შესახებ კალაძემ „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება შიდა გადაცემის პროცესი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ამ პროცესებს და უნდა დაველოდოთ. ამ ეტაპზე რთულია საუბარი. თუ იქნება აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, “საკომენდანტო საათი”, ეს აუცილებლად გაკეთდება. ისევ და ისევ იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიცვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მმართველ გუნდში საპარლამენტო არჩევნების თარიღის გადაწევის საკითხი, კალაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

„შესაბამისად, უნდა დაველოდოთ. ამ ეტაპზე რთულია, ვისაუბროთ, რა იქნება ორი თუ სამი თვის მერე, რადგან ამ პროცესებში ყოველ საათსა და ყოველ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ჩვენც უნდა მივყვეთ პროცესს და დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები