მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ოთხი პაციენტიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ორში კი გაუმჯობესება შეინიშნება

“გვყავდა 4 პაციენტი მძიმე პნევმონიით, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაში არიან გადაყვანილი, ჯერჯერობით, ორი გვრჩება მძიმე პნევმონიით, თუმცა გაუმჯობესება უკვე შეინიშნება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა. აქედან ცხრა იყო განმეორებითი, აქედან ექვსი გამოჯანმრთელებული იყო. სამი იყო ისეთი, პირველად რომ უარყოფითია და ახლა ჩატარდება განმეორებითი ტესტირება. დანარჩენი ორი დადებითი ახალი შემთხვევაა და 13 უარყოფითი გვქონდა.

გვყავდა 4 პაციენტი მძიმე პნევმონიით, ორის მდგომარეობა დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ჯერჯერობით, ორი გვრჩება მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც უკვე შეინიშნება გაუმჯობესება და იმედი მაქვს, რომ 1-2 დღეში, მათაც ჩვეულებრივ განყოფილებაში გადავიყვანთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები