ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.
როგორც ადგილობრივ მედიას გაგრის რაიონის ე.წ.ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ ჯენიამ განუცხადა, რაიონში პანიკა არ შეინიშნება, მოსახლეობა თვითიზოლაციის რეჟიმს იცავს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მას არღვევს.
მისივე ინფორმაციით, არ არის ჯერ გადაწყვეტილი, იქნება თუ არა გაგრის რაიონში “კომენდანტის საათი” დაწესებული.