ბორითის თემში მცხოვრებ 47 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების“ სოციალური აქცია, სოფელ ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის იამზე პაქსაშვილის ინიციატივით და ჩინური კომპანია “ფ3”-ის ქველმოქმედებით და თანადგომით განხორციელდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხარაგაულის მერიიდან აცნობეს.
საქველმოქმედო აქციაში ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ მიიღო მონაწილეობა.
“როგორც იცით, რეგიონის მასშტაბით ხორციელდება მსგავსი დახმარებები და არც ხარაგაულია რა თქმა უნდა, გამონაკლისი, დღეს საკვები პროდუქტები 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ და 4 მრავალშვილიან ოჯახს გადავეცით. ასეთი აქციები გაგრძელდება და არავინ დარჩება უყურადღებოდ, ვისაც დახმარება სჭირდება. მთავარია, დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. დიდი მადლობა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა მანანა ბარბაქაძემ.