ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას – ბიუჯეტი როდესაც იზრდება 10%-ით, რესურსი იმისა, რომ გაიზარდოს საპენსიო ფონდი, არის შესაბამისი და როდესაც ამბობთ, რომ პენსიებისთვის თანხა არ გვემეტება, ნახევარ მილიარდზე მეტი, რომელიც დაემატა პენსიებს, არის ამ ტყუილის დამადასტურებელი ფაქტი

რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ჩვენ ვერ ვიმეტებთ პენსიის თანხას, მარტივად ციფრებით დავადასტურეთ, რომ მხოლოდ შარშან, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით გავზარდეთ საპენსიო ფონდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მათი ტყუილი ფაქტებით დასტურდება.

„ბიუჯეტი როდესაც იზრდება მაგალითად 10%-ით, რესურსი იმისა, რომ გაიზარდოს საპენსიო ფონდი, არის შესაბამისი. და როდესაც თქვენ ამბობთ, რომ პენსიებისთვის თანხა არ გვემეტება, ნახევარ მილიარდზე მეტი, რომელიც დაემატა პენსიებს, არის ამ ტყუილის დამადასტურებელი ფაქტი. სირცხვილია, არ შეიძლება, ასე ზედაპირულად და პრიმიტიულად ისაუბროთ თემებთან დაკავშირებით. ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები