პრემიერი – შეგიძლიათ წახვიდეთ თბილისის ერთ-ერთ კონკრეტულ უბანში, სადაც პრაქტიკულად ღიად იყიდებოდა ნარკოტიკები და იმ უბანში თქვენ ნარკოტიკს ვეღარ იყიდით, 8000-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით
რაც შეეხება ანტინარკოტიკულ პოლიტიკას. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული მონაცემები – 8000-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, რეალიზაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ფასები არის დაახლოებით ხუთჯერ გაზრდილი ნარკოტიკულ საშუალებებზე და ესეც არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ხელმისაწვდომობა არის უკიდურესად შეზღუდული.
„თქვენ, მაგალითად, შეგიძლიათ წახვიდეთ თბილისის ერთ-ერთ კონკრეტულ უბანში, სადაც პრაქტიკულად ღიად იყიდებოდა ნარკოტიკები და იმ უბანში თქვენ ნარკოტიკს ვეღარ იყიდით. ასევე არის არაერთი სხვა ლოკაცია, სადაც ღიად შეიძლებოდა ნარკოტიკების ყიდვა და ყველაფერი არის აბსოლუტურად დახურული.
ფასები არის დაახლოებით ხუთჯერ გაზრდილი ნარკოტიკულ საშუალებებზე. ესეც არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ხელმისაწვდომობა არის უკიდურესად შეზღუდული. ეს არის ის სტატისტიკა, რაც დეტალურად შეგვიძლია გაგიზიაროთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.