ქობულეთში ნაკრძალს ცეცხლი გაუჩნდა

   ქობულეთში, წვენების გადამამუშავებელ ქარხანასთან მდებარე ნაკრძალში, ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციას მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
ცეცხლის ჩასაქრობად მდინარეზე გადასვლა იყო აუცილებელი, რის გამოც ადგილზე ბათუმიდან გასაბერი ნავები ჩაიტანეს. არსებობდა საშიშროება, ცეცხლი დასახლებულ პუნქტებზე გავრცელებულიყო. ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მილიც გადის და ხანძრის ლიკვიდაცია გართულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები