ფოთის ჰოსპიტალში წალენჯიხიდან გადაყვანილ 38 წლის ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში წალენჯიხიდან გადაყვანილ 38 წლის ქალს, რომელიც ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებიდანაა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ განუცხადა.
“მას ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კონტაქტი. პაციენტი საკარანტინო სივრციდან, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით, წუხელ გადმოიყვანეს. მას კორონავირუსი არ დაუდგინდა. დღეს, ასევე, 4 ადამიანი გადავიყვანეთ კარატინში. ესენი არიან აზერბაიჯანიდან და სოხეთიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები, 35-დან 50 წლამდე ასაკის. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ, უბრალოდ, ოჯახში არ ჰქონდათ საიზოლაციო პირობები და მეტი სიფრთხილისთვის ზუგდიდის საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში 9 და კარანტინშიც 9 ადამიანი გვყავს. თითოეულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
ცნობისთვის სამეგრელოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევაა. ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 248 მოქალაქე იმყოფება, მეთვალყურეობიდან მოიხსნა – 685 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში – 55 მოქალაქე რჩება.
ფოთის ჰოსპიტალში წალენჯიხიდან გადაყვანილ 38 წლის ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში წალენჯიხიდან გადაყვანილ 38 წლის ქალს, რომელიც ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებიდანაა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ განუცხადა.
“მას ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კონტაქტი. პაციენტი საკარანტინო სივრციდან, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით წუხელ გადმოიყვანეს. მას კორონავირუსი არ დაუდგინდა. დღეს, ასევე, 4 ადამიანი გადავიყვანეთ კარატინში. ესენი არიან აზერბაიჯანიდან და სოხეთიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები, 35-დან 50 წლამდე ასაკის. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ, უბრალოდ, ოჯახში არ ჰქონდათ საიზოლაციო პირობები და მეტი სიფრთხილისთვის ზუგდიდის საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ. ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში 9 და კარანტინშიც 9 ადამიანი გვყავს. თითოეულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
ცნობისთვის სამეგრელოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევაა. ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 248 მოქალაქე იმყოფება, მეთვალყურეობიდან მოიხსნა – 685 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში – 55 მოქალაქე რჩება.