26 მაისის აქციის საქმეზე დღეს ნინო ბურჯანაძეს დაჰკითხავენ

   26 მაისის აქციის საქმის განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. დაცვის მხარე ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ნინო ბურჯანაძეს, ასევე უმრავლესობის დეპუტატს გოგი ქავთარაძეს და საქმის სხვა მოწმეებს დაჰკითხავს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილ შს მინისტრს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. სასამართლო პროცესის წინა სხდომაზე მხარეთა შეკითხვებს სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა პაპუაშვილი და ლუკა კურტანიძე პასუხობდნენ. ადვოკატის თქმით, ვანო მერაბიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები