ავსტრიაში საკარანტინო ზომების შესუსტება იწყება

ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ 14 აპრილიდან საკარანტინო ზომების შესუსტება დაიწყება, – წერს Der Standard-ი.

კერძოდ, კურცის თქმით, შემდეგი კვირიდან 400 კვ/მ ფართობის, ასევე, მცენარეებისა და საყოფაცხოვრებო მაღაზიები გაიხსნება. მისი ინფორმაციით, დანარჩენი მაღაზიები, ასევე, სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები 1-ელი მაისიდან გაიხსნება.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მაღაზიებისა და აფთიაქების გამყიდველებისთვის სამედიცინო ნიღბების ტარების ვალდებულება რჩება.

სასტუმროებისა და რესტორნების გახსნა, სულ მცირე, მაისის შუა რიცხვებამდე არ იგეგმება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება აპრილის ბოლოს იქნება მიღებული.

რაც შეეხება სკოლებს – ისინი მაისის შუა რიცხვებამდე იქნება დაკეტილი, სახლიდან გასვლის შეზღუდვა აპრილის ბოლომდე იმოქმედებს.

სებასტიან კურცმა მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდა, რომ შესუსტების დაწყება იყოს შესაძლებელი.

6 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში 12 058 დადასტურებული შემთხვევაა, 220 ადამიანია გარდაიცვალა, 3 363 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები