ედიშერ გვენეტაძე: ვიღაც მანქურთი ალბათ ოდესმე შექმნის წიგნ-სახელმძღვანელოს “როგორ უნდა გძულდეს სამშობლო და მშობელი ხალხი”

“ვიღაც მანქურთი ალბათ ოდესმე შექმნის წიგნ-სახელმძღვანელოს “როგორ უნდა გძულდეს სამშობლო და მშობელი ხალხი”, – ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ ამჟამად თუ გაუვიდათ (რაც 99,99%-ით არ მოხდება) ვიღაც მანქურთი ალბათ ოდესმე შექმნის წიგნ-სახელმძღვანელოს „როგორ უნდა გძულდეს სამშობლო და მშობელი ხალხი”. მასში პირველ ფურცლებსა და გვერდებს უალტერნატივოდ დაიკავებენ ამჟამად პროვოკაციული სიუჟეტებით, მოსახლეობის დაშინებისა და ოპონენტებისადმი სიძულვილით განთქმულ-გამორჩეული ორი დესტრუქციულ-დეზინფორმაციული არხი: „მთავარი და „ფორმულა”. ისინი „მაგალითს” იძლევიან იმისას თუ ჩასაფრებული ბოროტი, როგორ მოუთმენლად უნდა ელოდებოდეს პანდემიისას დახოცილ ადამიანების რაც შეიძლება მატებას, აძაგებდეს მოყვასისადმი თავდადებულ პიროვნებებს, თუ როგორ უნდა წარმოაჩენდე საკუთარი სტომაქის ამოსაყორად თეთრს შავად და შავს თეთრად, თუ როგორ უნდა უნდა ცრუობდე საქვეყნოდ…. და რაც მთავარია თუ როგორ უნდა შეიძულოს მომავალმა თაობამ და საერთოდ ადამიანთა მოდგმამ მამული, ენა და სარწმუნოება. იცით რა მაინტერესებს – სად დაიბადნენ, სად აღიზარდნენ და სად სწავლობდნენ ამ არხებში მომუშავე სუბიექტები. გეკითხებით მეგობრებო – არსებობს კი სადმე ისეთი სასწავლებლები, სადაც კაცთმოძულეობას ასეთი დოზით ასწავლიან?”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები