თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს.

“საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

სამხედრო ნაწილების სადეზინფექციო ჯგუფების მიერ სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება სასადილოები, საცხოვრებელი ყაზარმები, დერეფნები და სველი წერტილები. ასევე, დეზინფექცია რეგულარულად უტარდება გზის სავალ ნაწილსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.
თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტი ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით მუდმივად ახორციელებს თითოეული ქვედანაყოფის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები