გიორგი გოგეშვილი: დეზინფორმაციის მთავარი არხი, როგორ ხართ? ჩემი თავი რო ვერ მეცნო და პროსტა მომესმინა და ვერც ხმა მეცნო, მტყუანს შევაგინებდი, ისეთი იბაზრა “მე”-მ

გიორგი გოგეშვილი: პოსტი არ არის პირბადეების ავკარგიანობაზე, მაგას სერტიფიკატი ადასტურებს და საუბარია, მთავარი არხის მიერ ინფორმაციის დამახინჯებაზე და მამაძაღლობაზე

გიორგი გოგეშვილი მთავარ არხს ინფორმაციის დამახინჯებაში და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს

დეზინფორმაციის მთავარი არხი, როგორ ხართ? ჩემი თავი რო ვერ მეცნო და პროსტა მომესმინა და ვერც ხმა მეცნო, მტყუანს შევაგინებდი, ისეთი იბაზრა “მე”-მ. პოსტი არ არის პირბადეების ავკარგიანობაზე, მაგას სერტიფიკატი ადასტურებს და საუბარია, მთავარი არხის მიერ ინფორმაციის დამახინჯებაზე და მამაძაღლობაზე. პირველ აპრილს რო კაცი მთავარის ჟურნალისტს დაუჯერებ, მეტის ღირსი ვარ , – ამის შესახებ გიორგი გოგეშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გოგეშვილი მთავარ არხს ინფორმაციის დამახინჯებაში ამხელს, ამბობს, რომ სიუჯეტში გავიდა კონტექსტიდან ამოღებული, საოცრად გადაბრუნებული, შეცვლილი ნასაუბრები და პროცეზე ქრონოლოგიურად საუბრობს.

რეკავს გოგო – თამთა ვარ დოლენჯაშვილი მთავარი არხიდან. მოვალ, სიუჟეტს მოვამზადებთ პირბადეებზეო.
მოვიდა, ჩაწერა, ჩამწერა, ნახა სერტიფიკატი, რომ სერტიფიცირებულია ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ, ტესტირებული მსოფლიო მნიშვნელობის, ლუგარის ლაბორატორიაში. ოპერატორს უთხრა – გადაიღე კარგადო. გადაიღო ოპერატორმა კარგად. მერე მკითხა – ვინმე თუ იცი, რო ადგილზე ამზადებდეს პირბადეებსო? ერთ-ერთი, ვინც ადგილზე ამზადებდა და თან მაღალი სტანდარტით, დავაკავშირე. იქვე შეუთანხმდა – ჩაგწერო. წავიდა და ისიც ჩაწერა. დადგა სიუჟეტის გაშვების დღე. მშობელი რომ სკოლის ზეიმზე თავისი, პირველ კლასელი ბავშვის გამოჩენას ელოდება სცენაზე, ისე ველოდებოდი ჩემს თავს ტელევიზორში. მოვიდა სიუჟეტის დრო. ვუყურე მთელ გადაცემას, არსად ვჩანდი, ტყუილად დავიზაფრე რაღაცა სროლებზე ლაპარაკის მოსმენით. ვიფიქრე, არც ისე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ამბავი და ალბათ ხვალ გავეძრობი მეთქი. მომდევნო დღესაც ვუყურე, იქაც არაფერი. რაღაცა კაბელების საქმე 7 წლის მერეო – ბაზრობდნენ, გამოვრთე. წეღან გადის სიუჟეტი.
აღარც სერტიფიკატი, აღარც მნიშვნელოვანი საკითხები, საერთოდ სხვა ნასაუბრები, კონტექსტიდან ამოღებული, საოცრად გადაბრუნებული, შეცვლილი და გაშვებული. ჩემი თავი რო ვერ მეცნო და პროსტა მომესმინა და ვერც ხმა მეცნო, მტყუანს შევაგინებდი, ისეთი იბაზრა “მე”-მ“,- წერს გიორგი გოგეშვილი.

იგი ,, მთავარ არხს“ დეზინფომაციის მთავარ არხს უწოდებს და ამბობს, რომ
,,თუ არ იცით გარეთ რა ამინდია და მთავარი არხი ამინდის პროგნოზში ამბობს – გარეთ წვიმს და ქარიაო. შეგიძლიათ დაუფიქრებლად, საცურაო კოსტუმით გახვიდეთ გარეთ და იზაგრაოთ. დამცავი დაგჭირდებათ, თორე დაიწვებით. დეზინფორმაციის მთავარი არხი, როგორ ხართ? სერიიდან – მე ვარ დებილ’ი, გამეთიშა უნდა ტელ’ეფონი და მაგი იქნებოდა კარგი. პირველ აპრილს რო კაცი მთავარის ჟურნალისტს დაუჯერებ, მეტის ღირსი ვარ. პ.ს. პოსტი არ არის პირბადეების ავკარგიანობაზე, მაგას ისედაც სერტიფიკატი ადასტურებს და ვისაც უნდა დაიჯერებს, ვისაც უნდა – არა. საუბარია, ეგეთი ხარისხით ინფორმაციის დამახინჯებაზე, გადაკეთებაზე და მოკლედ, მამაძაღლობაზე“,- წერს გიორგი გოგეშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები