ზუგდიდის ინფექციურში ანაკლიის საკარანტინე ზონიდან 2 პაციენტი გადაიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ანაკლიის საკარანტინე ზონიდან ორი პაციენტი გადაიყვანეს, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს.
მათი ცნობით, კლინიკაში მესამე პაციენტსაც ელოდებიან.

ამ დროისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში – 55 პირი იმყოფება, მეთვალყურეობა – 670 ადამიანს მოეხსნა, კარანტინშია – 229 მოქალაქე.
რა შეეხება, კორონავირუსის ორ დადასტურებულ შემთხვევას, პაციენტები მკურნალობას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობენ. მედიკოსების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 36 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 -გარდაიცვალა. ამ დროსითვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5067 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 330.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები