“გორმედის” ცხელების ცენტრები სტაციონარში შეყვანილმა ყველა პაციენტმა დატოვა

,,გორმედის“ ცხელების ცენტრების სტაციონარი გასული 2 დღის განმავლობაში შეყვანილმა ყველა პაციენტმა უკვე დატოვა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით,  გორის და ხაშურის კლინიკების ე.წ. ცხელების ცენტრებიდან გასული 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში კოვიდ-19-ზე ნიმუშები არ გაგზავნილა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ,,გორმედის“ ცხელების ცენტრების ქოლცენტრს 8 პაციენტი დაუკავშირდა, თუმცა, საეჭვო სიმპტომატიკა არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ექიმების შეფასებით, არცერთი მათგანის სტაციონარიზაცია არ განხორციელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები