მამუკა სალუქვაძე: ომია და ეს ომი უნდა მოვიგოთ, ყველამ ერთად

“ვხედავთ, რომ ექიმები იბრძვიან ბოლომდე და შედეგები ამაზე მეტყველებს. ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა დავეხმაროთ მათ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა”,- ამის შესახებ ურბანისტი, მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან “ფეისბუქპოსტში” აღნიშნა, ახლა ომია და ამ ომში ყველამ ერთად უნდა გაიმარჯვოს.

“ძალიან სამწუხარო ფაქტია ადამიანის გარდაცვალება, მაგრამ ახლა პანიკის, დეპრესიის და ხელის ჩაქნევის დრო ნამდვილად არ გვაქვს. ამ ომში იქნება ცუდი მომენტებიც და იქნება ძალიან დიდი გამარჯვებებიც. ვხედავთ, რომ ექიმები იბრძვიან ბოლომდე და შედეგები ამაზე მეტყველებს. ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა დავეხმაროთ მათ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა. მოდით, ამისკენ მივმართოთ ჩვენი ყურადღება, ენერგია და არა მანქანაში ცოლის მდებარეობისა და მსგავსი სისულელეების შესახებ ღლიცინში. ომია და ეს ომი უნდა მოვიგოთ, ყველამ ერთად”,- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები