ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სააკაშვილი ერთი კვირაა გაიძახის, რომ მზადაა თავისი ფულით ევროპიდან ჩამოიყვანოს ქართველები – საწინააღმდეგოს ამტკიცებს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი
“სააკაშვილი ერთი კვირაა გაიძახის, რომ მზად არის თავისი ფულით ევროპიდან ჩამოიყვანოს ქართველები – საწინააღმდეგოს ამტკიცებს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი”,-ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის, ასევე, ავიაკომპანია SkyUp-ის შესახებ საუბრობს, რომელიც არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
„სააკაშვილი ამბობს, რომ ევროპაში გაბნეული უკრაინელები სამშობლოში არ უნდა დაბრუნდნენ, რადგან უკრაინას მათი მიღების საშუალება არ აქვს.
ავიაკომპანია SkyUp არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და ამ კომპანიის სკანდალებზე ადვილია ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. მაგრამ ეს არ არის მთავარი. სცადოს და გაუკეთოს ორგანიზება ამ რეისებს. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ფორმალური ქაღალდის აღებაა საჭირო საავიაციო ადმინისტრაციაში.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ რამე ერთი რეისის ორგანიზებას მაინც მოაბამს თავს…” – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.