გიორგი გახარიამ და ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მოინახულეს

ბათუმში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე იმყოფებიან. მათ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერეს, რომელიც 4 დღეში გაიხსნება.
,,რესპუბლიკური საავადმყოფო ეტაპობრივად ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა დაახლოებით ერთი კვირა-10 დღის განმავლობაში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და საერთოდ, დასავლეთ საქართველოსთვის, რამეთუ ეს იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზებული „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მებრძოლი, ასეთი შეკრული რესპუბლიკური ცენტრი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აჭარაში და საქართველოში მაქსიმალურად გავუმკლავდეთ ამ ბრძოლას, ამ გამოწვევას და მინიმალური დანაკლისებით და დანაკარგებით ქვეყანამ გაიაროს ეს მძიმე ბრძოლა და მძიმე გამოწვევა“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები