თენგიზ ცერცვაძე: თუ ქრისტიანული დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შესაძლოა, ამან შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქრისტიანული დღესასწაულების ტრადიციული ფორმით ჩატარებას, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება მოჰყვეს.

„ არ ვიცი პიკი დაუკავშირდება თუ არა, მაგრამ თუ ქრისტიანული დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მატება. ეს ჩემი პერსონალური აზრია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას და არ მინდა, ჩავერიო მის საქმეში და რჩევები მივცე. უკვე არის სერიოზული საუბრები, მაგრამ არაა ჯერ მიღწეული საბოლოო შეთანხმება, რომ ეს დღესასწაულები რაღაც შეზღუდული ფორმით ჩატარდეს. ჯერ კიდევ არის დრო და თუ მანამდე ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით რისკებს შეამცირებს, მაშინ არა და თუ ტრადიციულით ჩატარდა, მაშინ შეიძლება კი“, – განაცხადა ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები