თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ექიმს კორონავირუსი მეუღლის მხრიდან გადაედო.

“თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა დღეს კორონავირუსი. აღნიშნული ინფიცრება მოხდა მეუღლის მხრიდან და არ მომხდარა პაციენტის მხრიდან. აღნიშნული ინფიცირების წყარო წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს. ახლანდელი მდგომარეობით, ჩვენი ექიმი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ ექიმს სიმპტომები დაეწყო გუშინ და მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს, ანუ მისი სიმპტომების გამოვლენიდან გასულია რამდენიმე დღე და დაინფიცირების რისკი მასთან მყოფი თანამშრომლების არის დაბალი, თუმცა ჩვენ მაინც პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა ის პირი, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი. ის მორიგე სამედიცინო პერსონალი არიან თვითიზოლაციის პირობებში და საკარანტინო პირობებში გადასული”, – განაცხადა გოგიტიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები