ლაგოდეხში საბავშვო ბაღის აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაგა ბაღების აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, 12 დასახელების პროდუქტს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღის 1627 აღსაზრდელი მიიღებს.