აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი ხელფასების მესამედს Covid-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს

აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი უერთდება ინიციატივას და ხელფასების მესამედს Covid- 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით, უერთდება ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს, რომ შემდეგი 3 თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასებიდან 1/3 ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მთლიანად მსოფლიოში პანდემიას ახლავს შესაბამისი პრობლემები. ძალიან ბევრს ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს შეექმნა რიგი პრობლემები და აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა ჩვენი სოლიდარობა და ამ ნაწილში დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი სხვა უწყებაც აგვიბამს მხარს. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლების ყველა რგოლის ჩართვა მოხდება  ამ პროგრამაში, ვინაიდან ჩვენი ბრძოლა ამ ინფექციასთან მოითხოვს კოლექტიურ, ერთიან ძალისხმევას. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით შევძლებთ, ამ ომში გავიმარჯვოთ და გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა. ამ ინიციატივას უერთდება არა მხოლოდ აღმასრულებელი გუნდი, უერთდება უმაღლესი საბჭოც”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ .

მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის მზაობის შესახებ და მთავრობის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, ასევე, საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები