თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა დაიწყო

“შემდეგი კვირიდან დაიწყება რესპუბლიკური საავადმყოფოს სატესტო ექსპლოატაცია. დაახლოებით 2 კვირაში მოხდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულად გამართვა, ის შეძლებს, მიიღოს დაინფიცირებული პაციენტები და  გაუწიოს შესაბამისი სტაციონარული მკურნალობა”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძემ რეგიონის მზაობის შესახებ და მთავრობის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა უკვე დასრულებულია, დაწყებულია საავადმყოფოს აღჭურვა. კლინიკა დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის აპრილის თვის ბოლომდე მზად იქნება.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაში  კერძო სექტორიც ჩაერთვება.

“ამ ფონზე, ინფექციის გავრცელებასთან მიმართებით იყო ძალიან ბევრი ინიციატივა კერძო სექტორისგან. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კერძო სექტორის ეს ძალისხმევა, საუბარია კონკრეტულად აჭარაში მოქმედ ბიზნესებზე, გარკვეულწილად გაგვეერთიანებინა და მიგვემართა იმ საქმისთვის, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები