ლარი გამყარებას განაგრძობს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0237 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.1576 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1813 ღირდა.
0.0644 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4134 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4778 ლარი იყო.