„ცოლისგან ქმარი არ დაინფიცირდა, რაც გამოუცნობი ფენომენია, კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრი საიდუმლოა” – მარინა ენდელაძე
“როგორც ჩანს, კორონავირუსი არის ძალიან ადვილად გადამდები; ისეთი შემთხვევები ფიქსირდება, რომ წარმოუდგენელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, იყო ცოლ-ქმარი, რომელთაგან ქმარს არ დაემართა, არ დაინფიცირდა“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს გამოუცნობი ფენომენია. როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ვირუსთან ბრძოლაში ბევრი საიდუმლოა და ბევრი რამაა შესასწავლი.
“როგორც ჩანს, კორონავირუსი არის ძალიან ადვილად გადამდები; ისეთი შემთხვევები ფიქსირდება, რომ წარმოუდგენელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, იყო ცოლ-ქმარი, რომელთაგან ქმარს არ დაემართა, არ დაინფიცირდა. ცოტა გამოუცნობი ფენომენია, მაგრამ გარკვეულწილად, ალბათ, მაინც ჰიგიენური ნორმების დაცვასთანაა კავშირში.
გარდა ამისა, არ იყო, ალბათ, ამ შემთხვევაში მჭიდრო კონტაქტი, მაგრამ ეს ჩვენთვისაც გასაკვირი შემთხვევაა. ამ ვირუსთან ბრძოლაში ბევრი საიდუმლოა და ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი და შესასწავლი, ჩვენ რამდენადაც გვიხერხდება, ამას ყველაფერს ვაკეთებთ”, – განაცხადა ენდელაძემ.