მეუფე ანტონი: ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე

“ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე“, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა.

მიტროპოლიტმა კომენტარი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ გააკეთა.

„მე, მაგალითად, იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა. ყველას შეუძლია, განთავსდეს ერთმანეთისგან შორს, თავის დინამიკებით. ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება, ეს წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები