ბიზნესმენ ვაჟა თორდიას დახმარებით, სოფელ ზედა ეწერში გაჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტი და მედიკამენტები გადაეცათ
სოფელ ზედა ეწერში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიზნესმენ ვაჟა თორდიასა და სამართალდამცველთა დახმარებით სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ 30 ოჯახს საკვები პროდუქტი საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზედა ეწერის გამგებელი, ირაკლი თორდია ავრცელებს.
ირაკლი თორდია ბიზნესმენსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
“მისაბაძი ადამიანია ვაჟა თორდია. მადლობა ბატონო ვაჟა სიკეთისთვის და თანადგომისთვის.
ადგილობრივ ბიზნესმენ ვაჟა (პანტიკო) თორდიას დახმარებით
#ზედაეწერში სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტი გადაეცათ…(ჯამურად, 30), ასევე, 3 ოჯახს მედიკამენტები…შევუძინეთ
მადლობა პოლიციას თანადგომისთვის”, – წერს სოფლის გამგებელი სოციალურ ქსელში.