მაია ცქიტიშვილი: ქართულ ბიზნესს ეტაპობრივად შევთავაზებთ კონკრეტულ პროგრამებს, რომლებიც ამა თუ იმ სფეროს, დარგის განვითარებაზე იქნება მიმართული
“პროგრამამ ვნახეთ, რომ გამოიღო ხელშესახები შედეგი და ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდშიც კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს, ადგილობრივი წარმოების განვითარებას”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ვიცეპრემიერის თქმით, მთავრობა ქართულ ბიზნესს ეტაპობრივად შესთავაზებს კონკრეტულ პროგრამებს, რომლებიც იქნება მიმართული ამა თუ იმ სფეროს, დარგის განვითარებაზე.
„როგორც იცით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტი 2021 წლიდან იყო მიმართული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, იყო მიმართული ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაზე და ის არაერთი პროგრამა, რომელიც იყო შეთავაზებული „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და სხვა სტიმულირების მექანიზმის სტიმულირების თვალსაზრისით, იყო მიმართული სწორედ ქართული ბიზნესის განვითარებაზე, ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე.
ყველა ამ პროგრამამ ვნახეთ, რომ გამოიღო ხელშესახები შედეგი და ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდშიც კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დავალება, შეიმუშაონ დამატებითი პოსტკრიზისული პაკეტი ქართული ბიზნესისთვის, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, განსაკუთრებით იმპორტის შემცველი დარგების განვითარებისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის და როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ქართულ ბიზნესს ეტაპობრივად შევთავაზებთ კონკრეტულ პროგრამებს, იმ პროგრამებს, რომლებიც იქნება მიმართული ამა თუ იმ სფეროს, დარგის განვითარებაზე“, – განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.